მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში შესატან ცვლილებებს მხარს უჭერს

გამყრელიძე

ამირან გამყრელიძემ პრესკომფერენციაზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რისკების გაზრდასთან დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით რისკები ნამდვილად არსებობს, თუმცა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა მაინც გარდაუვალია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში შესატან ცვლილებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მთავრობას მოქნილობისა და კონკრეტულ რეგიონებთან მიმართებაში სწრაფად მოქმედების საშუალება უნდა ჰქონდეს.

საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, რასაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს, მთავრობას საგნგებო მდგომარეობის გამოცხადების და პარლამენტის თანხმობის გარეშე ეპიდსიტუაციის კონტროლის მოტივით მიიღოს ის შეზღუდვები, რისი მიღებაც დღეს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროსაა შესაძლებელი, იგულისხმება გადაადგილების შეზღუდვა, იძულებითი იზოლაცია, პირბადეების ტარების ვალდებულება და ა.შ.