მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გორგასალის მოედნიდან 300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა შეიზღუდება

შეზღუდული მოძრაობა

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გორგასალის მოედნიდან  300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„თბილისის მერია კრწანისის რაიონში, გორგასალის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთში, მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.