ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი წყლის გუბეში დაიხრჩო.
როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბავშვს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ.