საზოგადოება

იზოლაციის დღიურები: „ძველით ახალი სახლი“

იზოლაციის დღიურები: ,,ძველით ახალი სახლი’’
11:38 22.05
დაკოპირებულია

„იზოლაციის დღიურიები“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის EWMI Access-ის პროექტის მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დაფინანსებით განახორციელა.

პროექტის მიზანია უარყოფით ინფორმაციულ გარემოში მხიარული და სამოტივაციო ფოტოების გადაღება და საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ ფიზიკური დისტანციის დაცვა აუცილებელია. გადაღების პროცესიც დისტანციურად, საგანგებო რეჟიმის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფოტოგრაფმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების იზოლაციური განწყობები, ფართო საზოგადოებას ფოტოისტორიების მეშვეობით გაუზიარა.

ფოტოობიექტივში მოხვდნენ: მკვლევარი და პიარსპეციალისტი ანა ბაქანიძე, მწერალი დიანა ანფიმიადი, მხატვარი ზალიკო სულაკაური, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის პიარი ნინია ახვლედიანი, მოძრაობა „შენმოქმედის“ თანადამფუძნებელი ქეთევან ჩაჩავა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი და განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი რუსკა ზაალიშვილი, „ელფინგ-ჰენდის“ თავმჯდომარე თიკო მესხი, „ჰილელი თბილისის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ჩიკვილაძე და სხვა საინტერესო ადამიანები, რომელთა მხატვრულ ფოტოებს მცირე ისტორიებიც ახლავს, სადაც რესპონდენტები იზოლაციის დროს თავიანთ საქმიანობასა და განწყობებზე საუბრობენ.

სახალისო და მამოტივირებელი ფოტოსერიის სრულად ნახვა შესაძლებელია გიორგი ცაავას პროფესიულ გვერდზე სოციალურ ქსელში. პროექტის ფარგლებში ფოტოგადაღებები საგანგებო მდგომარეობის გაუქმების პარალელურად, 23 მაისს დასრულდება.

ganatlebis-saertashoriso-tsentri_o_h.jpegganatlebis-saertashoriso-tsentri_o_h.jpegganatlebis-saertashoriso-tsentri_o_h.jpegganatlebis-saertashoriso-tsentri_o_h.jpegganatlebis-saertashoriso-tsentri_o_h.jpegganatlebis-saertashoriso-tsentri_o_h.jpegganatlebis-saertashoriso-tsentri_o_h.jpegganatlebis-saertashoriso-tsentri_o_h.jpeg

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
კომპანია „აჭარაბეთმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“ შექმნა, რომელიც...
52 წუთის წინ
„ჯორჯიან მანგანეზმა“ ორ ახალ ობიექტზე - „პერევისა 2“-სა და „თხილისწყალზე“ ოპერირება დაიწყო, ხოლო „მღ...
15:08
ბრაზილიამ კორონავვირუსით ინფიცირების ზრდის ტემპით აშშ-ს გაუსწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. 27 მა...
15:00
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყველაზე სარისკოა საზოგადოე...
14:44
რემონტი პანდემიის დროს როგორ გავაკეთოთ რემონტი პანდემიის პირობებში
იმ პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო და საქართველო აქტიურად მუშაობს COVID 19 ის გავრცელების შეჩერებაზე...
საპატრიარქო საფარის მონასტრის მიმდებარედ...
„ᲢᲧᲘᲡ ᲙᲝᲓᲔᲥᲡᲘᲡ“ ᲓᲐᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲘᲡ შემდეგ, საპატრიარქომ სამცხე-ჯავახეთში, მონასტრის გარ...
ავსტიული წარმოების სალიანდაგო მანქანებს...
„საქართველოს რკინიგზის" ავსტიული წარმოების სალიანდაგო მანქანებს კაპიტალური შეკეთ...
კალაძე: დეველოპერების დახმარების გეგმით...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილით,...