მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის ქუჩები მორეცხა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა

ჯორჯიან მანგანეზის დასუფთვების სამსახური ქუჩებს რეცხავს

„ჯორჯიან მანგანეზი“ კორონავირუსთან (COVID19) ბრძოლისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს“, - ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გუშინ ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის მიერ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და ქუჩები მოირეცხა.  

„ქუჩის მორეცხვის სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვისა და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით განხორციელდა და მასში კომპანიის დასუფთავების სამსახურის მიერ გამოყოფილი ბრიგადის 10 წევრი მონაწილეობდა.

jorjian-manganezi_o_h.jpeg

სადეზინფექციო სამუშაოების პროცესში, „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებიც იყვნენ ჩართულები.  

„ჯორჯიან მანგანეზი“ მსგავსი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ზესტაფონშიც გეგმავს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის უფროსი გიორგი ჩხეიძე ამბობს, „ჯორჯიან მანგანეზის“ სამუშაოების ჩატარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

„ჯორჯიან მანგანეზმა“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საწარმომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჭიათურაში ქუჩები მორეცხა და სადეზინფექციო სამუშაოები განახორციელა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია და აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს“, - განმარტავს ჩხეიძე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე კი ჭიათურის ყველა უბნის ქუჩების მორეცხვას გეგმავს.

„ჩვენ მობილიზებულები ვართ იმაზე, რომ ჭიათურაში ყველა უბანში შევიდეთ, ქუჩები მოვრეცხოთ და ახალ კორონავირუსს სადეზინფექციო საშუალებებით ვებრძოლოთ. 

შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს, რომ ეს ვირუსი ერთად დგომით დავამარცხოთ. ბევრ ქალაქს იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მსგავსი სახის სპეცტექნიკა ჰყავდეს. ერთობლივად ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე გამოგვსვლია და მომავალშიც გამოგვივა“, - აცხადებს მოდებაძე.

jorjian-manganezi_o_h.jpegjorjian-manganezi_o_h.jpegjorjian-manganezi_o_h.jpegjorjian-manganezi_o_h.jpegjorjian-manganezi_o_h.jpegjorjian-manganezi_o_h.jpegjorjian-manganezi_o_h.jpegjorjian-manganezi_o_h.jpeg