მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქედაში ინფრასტრუქტურული პროექტები რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს

ინტერვიუ როლანდ ბერიძესთან

ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია.

ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამშენებლო ღონისძიებები კი, რეკომენდაციების მკაცრი დაცვით მიმდინარეობს.

მერის პირველმა მოადგილე როლანდ ბერიძემ, მონიტორინგის ჯგუფთან ერთად, მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებისა და სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

"როგორც ხედავთ სამუშაოები უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს სამშენებლო პროცესის აქტიური მონიტორინგი . დღეს ასევე ვიმყოფებოდი სოფელ კოლოტაურში, სადაც ორი მნიშვნელოვანი პროექტი - როგორიცაა მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიება და ოჯახებთან მისასვლელი გზის მოწესრიგება, ერთდროულად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიები იცავენ უსაფრთხოების ნორმებს და ყველა იმ რეკომენდაციას, რაც ამ დროისთვის არის მათთვის გაცემული", - აღნიშნა როლანდ ბერიძემ

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში წელს ქედის მუნიციპალიტეტში 15 პროექტი განხორციელდება და მისი ბიუჯეტი 247 349 ლარია. ხოლო 4 სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარია გათვალისწინებული.