მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქელეხებზე, ქორწილებსა და იუბილეზე რეკომენდაციები უცვლელი რჩება

ქორწილზე შეზღუდვა

მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეში კულტურულ ღონისძიებებზე შეზღუდვები მოიხსნა, ქორწილებზე, ქელეხებსა და იუბილეზე რეკომენდაცია უცვლელი რჩება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ჩვენი ტრადიციები კარგად ვიცით. კონცერტი შეიძლება ჩატარდეს ღია სივრცეში, თუმცა, სამწუხაროდ ქორწილი, იუბილე და ქელეხი ალკოჰოლის გარეშე არ ჩაივლის, როგორ ფიქრობთ, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ დისტანცია დაცული იქნება? შესაბამისად, ასეთი ღონისძიებები რეკომენდირებული არ არის“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, ქორწილებზე, ქელეხებსა და იუბილეზე შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესდა.