მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კომპანია "ბადაგონმა" საგანგებო სიტუაციების დახმარების ცენტრს 5000 ცალი სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადასცა

თალაკვაძე მედპერსონალთან ერთად

კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კომპანია “ბადაგონმა” 5000 ც სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადასცა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური ხსნარები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაურიგდებათ. 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ კომპანიის დირექტორს  მედპერსონალის მხარდაჭერისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.

აღნიშნული სადეზინფექციო ხსნარები საქართველოშია წარმოებული და სრულად შეესაბამება ამერიკის “საკვებისა და ადმინისტრაციის” მიერ შემუშავებულ სტანდარტებს.