მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კუს ტბაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

კუს ტბაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

კუს ტბაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფერდობები მოსახლეობის მიერ დაბინძურებული საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდეს.  ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს, რომელიც ტერიტორიის სრულ მოწესრიგებამდე ჩატარდება, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ, საყოფაცხოვრებო ნარჩენი ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო ნარჩენი სპეციალურ ნაგავსაყრელზე განათავსონ.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ხორციელდება.