მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარე მტკვრის დონე თბილისში 1 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

მტკვარის დონე

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2 ივნისს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ორთაჭალჰესზე პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოები გაგრძელდება 1 დღის განმავლობაში, რაც ორთაჭალჰესის 1-დღიან გაჩერებას გამოიწვევს. შედეგად, თბილისში მდინარე მტკვარის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება. აღნიშნული სამუშაოები გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმების გათვალისწინებით განხორციელდება.