მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა, აქცია-მსვლელობა მოაწყვეს

საპროტესტო აქცია სამხეთის საელჩოსთან

ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა, თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია-მსვლელობა მოაწყვეს.

აქციის მონაწილეებმა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებული განცხადება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების ტრანსფარანტზე მიხეილ სააკაშვილის ფოტო წითლად იყო გადახაზული. საპროტესტო გამოსვლები საქართველოში სომხეთის საელჩოსთან დასრულდა.

ინფორმაციისთვის, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი ყოველთვის იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორია და ამას ვერაფერი შეცვლის.

უკვე მე-5 დღე აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირება გრძელდება.