პირველ ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ავრცელებს.
„აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება.