მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები მედიასთან კომენტარს აღარ გააკეთებენ

ბასილაშვილის მამის კომენტარი 2020 წელი

ჩოგბურთელ ნიკოლოს ბასილაშვილის ადვოკატები მედიასთნ კომენტარს აღარ გააკეთებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, ერთ-ერთ მედიაში ინფორმაციის არასწორად გაჟღერება გახდა.

სპორტსემნის ინტერესებს დამცველების განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში, თავიანთ პოზიციებს, წერილობითი სახით გააცნობენ საზოგადოებას.

„მსოფლიოს 27 ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის, იურისტების განმარტება:

დღეს, ელექტრონულ მედიასაშუალებებში, გავრცელდა ინფორმაცია, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე, ნოვაკ ჯოკოვიჩის დაკითხვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ჟურნალისტთან, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, როგორც ჩანს, არასწორად იქნა გაგებული ინტერვიუს ეს ნაწილი და გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რას ვგულისხმობდით: როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ბასილაშვილს, ადრეული ასაკიდან, უწევდა ცხოვრება უცხოეთში. შესაბამისად, მისი მეგობრებისა და კოლეგებისგან, გვსურს, მოვიპოვოთ ნიკოლოზის პიროვნული დახასიათება. ამისათვის, ვგეგმავთ, არაერთ ცნობილ სპორტსმენთან, ამ მიზნით, კომუნიკაციას. სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია, წარმოჩენილი იქნა ისე, თითქოს და ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა დაიკითხოს ქართული სასამართლოს მიერ. ვფიქრობთ, ამ თემის, ასეთი სახით ინტერპრეტაცია გადაჭარბებულია. მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, აღარ ვაპირებთ კომენტარების გაკეთებას, მედიასთან, მით უფრო

დისტანციურად. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენს პოზიციებს, გავაჟღერებთ წერილობითი სახით“, - ნათქვმია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქარტველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სპორტსმენი 24 მაისს 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სასამართლოს მომდევნო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა.