მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: გამოვთვალოთ საქართველოში რა მოხდა ამ ერთ თვეში, შეადარეთ სხვა ქვეყნებს ანუ რაღაც გაგვიკეთებია, ხომ?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე 2020

„თვლა ხომ ყველამ ვიცით კარგად, ციფრები თქვენ თვითონ ხომ დაასახელეთ. ახლა გამოთვალეთ საქართველოში რა მოხდა ამ ერთ თვეში, შეადარეთ სხვა ქვეყნებს ანუ რაღაც გაგვიკეთებია ხომ? - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

იმნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, დარჩნენ სახლში, რათა ყველაფერი გაგრძელდეს ასევე კარგად და შედარებით მშვიდობიანად:

„ამიტომ, ახლა დარჩით სახლში, თუ გინდათ, რომ ყველაფერი გაგრძელდეს ასე კარგად და შედარებით მშვიდობიანად, დარჩით სახლში, მეტი არაფერი არ არის საჭირო“, - განაცხადა იმნაძემ.