მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ცხელი ხაზი - 111 შშმ ბავშვებს მოემსახურება

111 შშმ პირებსაც მოემსახურება

დღეიდან კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ცხელი ხაზი - 111 შშმ ბავშვებს მოემსახურება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ცხელი ხაზი ბავშვებს, მათ შორის შშმ ბავშვებსა და მათ მშობლებს კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას.

111-ის ოპერატორები, ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებს ჩართავენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციის თანახმად, COVID 19-თან დაკავშირებულ შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური ონლაინ კლინიკა განიხილავს.

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი - 111 გაზაფხულიდან მოქმედებს და უფასოა.