მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: მოგვიწევს ბევრი შრომა იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვების ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი

პრემიერი პარლამენტში

"დღეს ბავშვთა დაცვის დღეა და მინდა, პირველ რიგში, ჩვენს პატარებს მივულოცო ეს დღე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბავშვებს თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს იქნება ის, რაც მათ მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება.

„მინდა ბავშვებს და მათ მშობლებს მივულოცო, თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდო, რომ ჩვენ მოგვიწევს ბევრი შრომა იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვების, ჩვენი პატარების ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, მათ შეეძლოთ ასახელონ თავისი ქვეყანა და გაუწიონ კონკურენცია მათ თანატოლებს, როდესაც უფრო დიდები იქნებიან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.