მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაჭაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია

რაჭაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ სტიქიის შედეგად დაზიანებული ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ონის მუნიციპალიტეტის ყველა მოსახლეს ელექტროენერგია მიეწოდება. ამ დროისთვის, დარჩენილია მხოლოდ მცირე დაზიანება კურორტ შოვის კერძო ქსელში, რომელიც აგრეთვე მალე აღდგება,

„კომპანიის ტექნიკურმა ბრიგადებმა ძალიან რთული და საკმაოდ სარისკო სამუშაოები, დროის მოკლე მონაკვეთში, საკმაოდ წარმატებით დაასრულეს, რისთვისაც დიდი მადლობა პროცესში ჩართულ ყველა თანამშრომელს.“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.