მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რას აპირებს თბილისის მერია ტურიზმის მიმართულებით 2021 წელს?

ტურისტები თბილისში

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდასაჭერად გამოყოფილია 600 ათასი ლარი. მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო 476 ათასი ლარის დახარჯვა.  

როგორც განმარტებით ბარათში წერია, პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემომყვანი და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა.

რაში დაიხარჯება თანხა:

„მიზნების მისაღწევად, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები: მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნა; სარეკლამო და საინფორმაციო ბეჭდური მასალების შექმნა და გავრცელება; ქალაქის რეკლამირება მიზნობრივ ბაზრებსა და ღონისძიებებზე; ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში შესაბამისი მასალების განთავსება; ტურისტების საჭიროებების კვლევაზე დაყრდნობით სხვადასხვა პროექტების განხორციელება და სხვა“,- წერია განმარტებით ბარათში.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ საქართველოში ავიამიმოსვლა შეჩერდა, რამაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას ხელი შეუშალა. ტურიზმის სფერო სახელმწიფო ბიუჯეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემომტანი იყო.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა განისაზღვრა 840 302,5 ათასი ლარით, რაც 2020 წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში, რომელიც შეადგენდა 1 021 400,6 ათას ლარს, შემცირებულია 181 098,1 ათასი ლარით.

აგრეთვე იხილეთ: 👇

💮 მთავრობამ პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად შეიმუშავა

💮„მნიშვნელოვანია, რომ სისტემური „ლოქდაუნი“ არ იქნება“ - ტურიზმის ალიანსის წარმომადგენელი პრემიერთან შეხვედრაზე

💮 ირაკლი ნადარეიშვილი: ტურიზმის განვითარება და აღდგენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პოსტ-კოვიდის პერიოდში