მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რჩეულიშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

რჩეულიშვილის ქუჩაზე

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, რჩეულიშვილის ქუჩაზე, IV კორპუსის მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ არსებული მოედანი ახლით შეცვალა.

პროექტის ფარგლებში, 750 კვ.მ ფართობზე მოეწყო ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი და დამონტაჟდა LED განათება. დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ადგილობრივ მოსახლეობაში ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა უბანში მოვაწყოთ მსგავსი სივრცეები და საცხოვრებელ სახლთან ახლოს ყველამ შეძლოს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით დაკავება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მთაწმინდის რაიონში პარალელურად, ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი.