მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის არ იწვევს ანგინას ნაყინი და ცივი სასმელები

რა შემთხვევაში არ იწვევს ბავშვებში ანგინას ნაყინი და ცივი სასმელები

ზაფხულში მშობლები ბავშვებს არ აძლევენ უფლებას, მიირთვან ნაყინი ან ცივი სასმელები, იმ მოტივით, რომ შესაძლოა, გაცივდნენ და ანგინა დაემართოთ. სამედიცინო მეცნიერების თანახმად, ანგინა, იგივე მწვავე ტონზილიტი, ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც პაციენტს ყელის ტკივილი აღენიშნება.

საინტერესოა, ცივი სასმელი და ნაყინი შეიძლება თუ არა გახდეს ყველის ტკივილის მიზეზი. PIA.GE-მ ამ თემასთან დაკავშირებით ალერგოლოგ-იმუნოლოგს რუსუდან აფხაზავა-ქარსელაძეს მიმართა.

ექიმის თქმით, მედიცინაში ცალსახა პასუხი არ არსებობს და ყელის ტკივილის რეაგირება ცივ სასმელ-საჭმელზე დამოკიდებულია ორგანიზმზე.

„ცივი სასმელ-საჭმელის მიღება ანგინას მაშინ იწვევს, როდესაც ფონური სიტუაცია არის ქრონიკული ანთებისკენ მიდრეკილი. იმ შემთხვევაში თუ ორგანიზმი ჯანმრთელია და გაჯანსაღებულია ნუშურა ჯირკვლები, რომლებიც ორგანიზმში დამცავ ბარიერს წარმოქმნიან და ეღობებიან ორგანიზმში დაავადებათა გამომწვევების შეღწევას, მაშინ პირიქით – სასარგებლოა“, - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა.

რუსუდან აფხაზა–ქარსელაძის თქმით, ცივი სასმელ-საჭმელი იმ შემთხვევაშია საშიში, თუ იმუნური სისტემა დასუსტებულია.

„გააჩნია ფონურ სიტუაციას. ფონი თუ არის ისეთი, რომ პაციენტს აქვს ქრონიკული ტონზილიტია, იმუნოდეფიციტი, მაშინ ყველა ვარიანტში გამოიწვევს ანგინას“, - განაცხადა PIA.GE-სთან საუბრისას ალერგოლოგ-იმუნოლოგმა.

როგორ მოვამზადოთ ბავშვის ორგანიზმი იმისთვის, რომ მიირთვან ნაყინი ან ცივი სასმელები?

როგორც ექიმი რუსუდან აფხაზავა-ქარსელაძე განმარტავს, მშობლემა უნდა მოამზადონ ბავშვების ორგანიზმი იმისთვის, რომ ზაფხულში მიირთვან ცივი სასმელ-საჭმელები.

„დედებს ვურჩევ, რომ სანამ ნაყინის სეზონი დადგება, მოამზადონ ბავშვების იმუნური სისტემა. გამოავლონ თბილი, მერე ცოტა ნაკლებად თბილი და მერე ყინულიანი წყალი, რის შემდეგაც ორგანიზმი მზად იქნება მიიღოს როგორც ნაყინი, ასევე ცივი სასმელებიც“, - გვირჩევს ალერგოლოგ-იმუნოლოგი რუსუდან აფხაზავა-ქარსელაძე.