მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველომ მედიკამენტ "პლაქვენილის" გამოყენება შეაჩერა

პლაქვენილი

"საქართველომაც შეაჩერა პლაქვენილის გამოყენება დროებით", - აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო.

"შეჩერებულია პლაქვენილის დროებით გამოყენება, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეცილაური კომისია საბოლოო დასკვნას არ დადებს. ვინაიდან, ჩვენ ვმონაწილეობთ იმ კვლევაში, რომელსაც ატარებს ჯანდაცვის ორგანიზაცია და ეს კვლევა მიზნად ისახავდა 4 მედიკამენტის ერთმანეთთან შედარებას. სამი თვეა ეს კვლევა მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით ამოეღო პლაქვენილი ამ კვლევიდან. ჩვენც მყისიერად ამოვიღეთ პლაქვენილი. საქართველოში პლაქვენილი აღარ გამოიყენება", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.