საზოგადოება

საქართველოს ბანკმა EBRD-თან 100 მილიონი მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

იბიარდთან ხელშეკრულება გაფორმდა
13:44 15.07
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის, 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც საქართველოს ბანკში აცხადებენ, ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა მოზიდული რესურსი ათვისებულ იყოს როგორც ადგილობრივ ვალუტაში, ასევე ევროსა და დოლარში. ინვესტიცია განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გრძელვადიანი, შეუფერხებელი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ფინანსური რესურსი COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, EBRD-ის მიერ გაცემული პირველი გრძელვადიანი სესხია საქართველოში, და მიზნად ისახავს ბანკის კლიენტებისთვის კრიზისის ნეგატიური ეკონომიკური გავლენის შემსუბუქებას.

„მოხარული ვარ, რომ ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოს ბანკის ძლიერ და საიმედო პარტნიორად და განაგრძობს ჩვენი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს კლიენტების, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ვალუტით, დაფინანსებას. ეს არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა 2020 წელს. პარტნიორობა მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენს კლიენტებს, მიმდინარე გლობალური პანდემიისა და ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, არსებული სირთულეების გადალახვაში დავეხმაროთ. ასეთი სახის გრძელვადიანი ფინანსური რესურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისის პერიოდში, რათა ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის საჭირო ყველა ფინანსური პროდუქტისა თუ მომსახურების შეთავაზება ვუზრუნველყოთ. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„საქართველოს ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და მას აქვს ყველა შესაძლებლობა, ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები მიაწოდოს იმ ბიზნესებს, რომლებიც ამ უპრეცედენტო დროს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგანან. ბიზნესის მხარდაჭერა და მათი ფინანსური რესურსით შეუფერხებელი უზრუნველყოფა ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარების უწყვეტობისთვის”,- განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პი...

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5-ს ბრალი ჯგუფურად გ...
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსაიამ მხარდამჭერებს მოუწო...
15:16
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამშობლო ის უმაღლესი ღირებულებაა, რისთვისა...
15:01
„ლაგოდეხი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მოსავლიანი, ბარაქიანი მუნიციპალიტეტია ქვეყანაში და უდიდესი ეკონომ...
14:58
შინდისის ბრძოლიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად და...
14:53
ვითიბი ბანკის შეთავაზება ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობე...
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. ამის შესახებ ი...
ბაჩალიაშვილის დედა: FBI-ის ჩართვა სასტიკ...
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დე...
ლევან კობერიძე „ლელოს“ შეუერთდა
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე „ლ...
სემეკმა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (...