გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
1-ელ და 2 აპრილს საქართველოში კვლავ წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში 30 მარტს წვიმა და ძლიერი ქარი იქნება. 31 მარტი უნალექოდ ჩაივსლის. 1-2 აპრილს ნალექი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსამდე დაფიქსირდება.