საზოგადოება

სახალხო დამცველი ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი
16:30 01.06
დაკოპირებულია

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს ბავშვების სოციალური ყოფის გაუმჯობესებისა და ძალადობის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს

"1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი მსოფლიო საზოგადოებას შეახსენებს, რომ ყველა სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესები და შეუქმნას მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და ღირსეული ცხოვრების პირობები.

წელს ეს დღე მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებულ ვითარებაში აღინიშნება. 

ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) მსოფლიო პანდემიის პირობებში, გაიზარდა ბავშვთა სიღარიბის, მათ მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის საფრთხე. პრობლემას წარმოადგენს განათლების მიღების შესაძლებლობა, ხშირ შემთხვევაში ინტერნეტთან და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან წვდომის არარსებობის გამო. ამასთან, კარანტინის რეჟიმი და იზოლაცია დამატებით დამთრგუნველ ფაქტორად იქცა და უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე . 

პანდემიის პირობებში ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სიღარიბეში მყოფი, სახელმწიფო ზრუნვაში და რელიგიურ სკოლა-პანსიონებში, ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვნები არსებული რისკებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ეფექტური სისტემით უნდა სარგებლობდნენ.  

საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას საგანგებო რეჟიმის პირობებში და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ: 

- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა მუდმივ რეჟიმში უზრუნველყონ ბავშვთა ინფორმირება მათთვის გასაგები და თვალსაჩინო ფორმით. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ვირუსთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვან რეკომენდაციებსა და პრევენციულ ღონისძიებებს;

- განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს რეგიონებში, მათ შორის, მაღალმთიან ადგილებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა განათლების უწყვეტობაზე, ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის საკითხებზე;

- ოჯახში ძალადობის გაზრდილი რისკების შესაბამისად, პასუხისმგებელმა უწყებებმა გააძლიერონ პრევენციული ღონისძიებები და უზრუნველყონ დროული და ეფექტური კოორდინაცია.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ის საფრთხეები და რისკები, რის წინაშეც იმყოფებიან არასრულწლოვნები. ბავშვთა უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა, პანდემიის პირობებში, დიდწილად სწორედ მშობლებისა და მზრუნველი პირების სამოქალაქო თვითშეგნებაზე და მათი მხრიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაცემულ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული."

მსოფლიო ჯანდაციოს ორგანოზაციის პრეზიდენტი კორონავირუსისი წამალზე კომენტარს აკეთებს

ჯანმოს ხელმძღვანელი: კორონავირუსი პირველ...

„ძალიან ბევრი ქვეყანა არასწორი მიმართულებით წავიდა“ , - ამის შესახებ ჯანდაცვის მ...
23:20 13.07
„ნაცმოძრაობა და კონკრეტულად გვარამია მიზანმიმართულად ეწევიან მართლმსაჯულების საბოტაჟს, მათთვის მთავა...
22:02 13.07
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრის რაჰიმ გაზიევის დაკ...
21:56 13.07
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვა...
21:05 13.07
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მდგრადი განვითარების შესახებ გაერო-ს...
20:24 13.07
ლაშა დარსალიას შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირ...
2020 წლის 13 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო...
ეკონომიკის მინისტრმა ტურისტული ინდუსტრიი...
ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურ...
18:43 13.07
სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის მიწის...
„თუ სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის პოციზიებს, აზერბაიჯანულ სოფლებს ცეცხლს უხ...
გოგა ხაინდრავა დიმიტრი გორდონს მიმართავს
რეჟისორი გოგა ხაინდრავა საკუთარ Youtube-ის არხზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადა...