სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კონკრეტულად კი ფოთში, აბაშაში, მარტვილში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობსა და სენაკში "ცხელების ცენტრები" მოეწყო.
ცენტრი ასევე მზადდება მესტიის საავადმყოფოში.
ფოთში, სენაკსა და ხობში ცხელების ცენტრებში არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია გაეცნო და კლინიკის ხელმძღვანელებისგან არსებული მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
დღესვე რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში ცხელების ცენტრებში არსებულ ვითარებას გუბერნატორის მოადგილეები გაეცნენ.