მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საპარტნიორო ფონდმა“ იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ცალი პირბადე გადასცა

საპარტნიორო პირბადე

„საპარტნიორო ფონდმა“ ქუთაისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ფონდის საერთაშორისო პარტნიორების, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის მთავრობისა და აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის მიერ ფონდისთვის მეგობრობის ნიშნად გამოგზავილი 10 000 ცალი პირბადე  გადასცა.

სამედიცინო პირბადეები ცენტრს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინური მხარის წარმომადგენლებთან და იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილე იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გადასცა.

„დღეს მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მხარდაჭერა, რომელიც Covid 19-თან დაკავშირებით გამოიკვეთა საქართველოს მეგობარი ქვეყნების, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ამჯერად ქუთაისში, იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადავეცით ჩვენი ჩინელი მეგობრების მიერ გამოგზავნილი პირბადეები და თერმოსკრინინგისათვის საჭირო აპარატურა, რომელიც ძიანგსის პროვინციის მთავრობისა და ამავე პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის ხელმძღვანელობის მიერ არის გამოგზავნილი. ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დაეხმარება ჩვენ საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში, ჩვენს ექიმებს,“ განაცხადა დავით საგანელიძემ.

„პირბადეები და სამედიცინო დამცავი აღჭურვილობა, რომლებიც დღეს საჩუქრად გადმოგვეცა, გამოყენებული იქნება პირველადი ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობას ვუხდით იმერეთთან დამეგობრებულ ძიანგსის რეგიონის წარმომადგენლობას და „საპარტნიორო ფონდს“ იმ დიდი მხარდაჭერისათვის, რომელიც გამოიჩინეს,“ განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული

„საპარტნიორო ფონდმა“ პირბადეები მაისში აკ. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრსა და სომხეთის პრეზიდენტსაც გადასცა.