მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქო საფარის მონასტრის მიმდებარედ ტყის გადაცემას ითხოვს

საქართველოს საპატრიარქო

„ტყის კოდექსის“ დამტკიცების შემდეგ, საპატრიარქომ სამცხე-ჯავახეთში, მონასტრის გარშემო არსებული ტყის გადაცემა საფარაში მოითხოვა. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თქმით, ტერიტორიის მცირე ნაწილზე ისედაც სასულიერო პირები ზრუნავენ. ქორეპისკოპოსის განმარტებით, მხოლოდ იმ ტყეების საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ, რომლის მოვლასაც შეძლებენ.

„1989 წლიდან საფარაში ვარ და რაც მე მახსოვს, სულ დავდივართ რომ დაგვესუფთავებინა ეს ტყე, დაგველაგებინა, დაგვეცვა და არ მიგვეცა საშუალება, უკანონო ჭრებისა. მიჩენის წესით მცირე რაოდენობა ისედაც გვაქვს გადმოცემული, სადაც არ გვექნება საშუალება დაცვის, იმ ტყეებს არ მოვითხოვთ. მარტო დასუფთავება არ არის, ტყეებს სერიოზული დაცვა და ცოდნა სჭირდება. საპატრიარქომ გამოაცხადა, სპეციალური კოლეჯი გაკეთდება, სადაც სატყეო საქმიანობას შეასწავლიან. ჩვენ გავაგზავნით ბერებს ან მორჩილებს, რომლებიც კარგად შეისწავლიან ამ საქმიანობას, რომ პროფესიონალურად მოუარონ იმ ტყეებს, რომლებიც ჩვენ გადმოგვეცემა“, -განაცხადა მეუფე თეოდორემ. მისივე თქმით, საპატრიარქოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ეპარქიაში კიდევ რომელ ეკლესიასთან მდებარე ტყის გადაცემას მოითხოვენ.