მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით (RSF) აცხადებს გაფართოებულ ყოველწლიურ კონკურსს ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად.
2019 წელს საქართველომ საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო დააწესა მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით. 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებიდან და მარეგულირებელი ორგანიზაციებიდან. ღონისძიებაზე მოხდა სანიმუშო ანგარიშგების და გამჭვირვალე პრაქტიკის მქონე, საფონდო ბირჟის ლისტინგში შემავალი ქართული კომპანიების აღიარება. ორგანიზატორების თქმით, კონკურსის პირველი წლის წარმატების გათვალისწინებით ის 2020 წელსაც ჩატარდება.
დაჯილდოება კოორდინირებული ძალისხმევის ნაწილია იმისათვის, რომ საქართველო ბიზნესსა და ინვესტორებზე ორიენტირებული ქვეყანა გახდეს, რაც აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. საქართველოს ეკონომიკის წარმატება მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული კერძო სექტორის მიერ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მოზიდვის უნარზე. მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების გლობალურ რეიტინგში საქართველოს სახარბიელო მე -7 ადგილი უკავია. თუმცა, ქვეყანა ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს. 2016 წლის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ პერიოდში საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს დანიშნულებაა ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესება ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე.
კონკურსი ფართოვდება და ახლა უფრო მეტ კომპანიას მოიცავს. 2019 წელს მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საქართველოს საფონდო ბირჟის (GSE) A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალ კომპანიებს შეეძლოთ, 2020 წელს კი ის ღია იქნება საჯარო დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (PIEs), რომელთა შორისაა A და B სალისტინგო კატეგორიების ყველა კომპანია, სავაჭროდ დაშვებული ფირმები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ. ლისტინგში შემავალ ყველა კომპანიას ავტომატურად მიენიჭება ქულები შესაფერისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მაგრამ საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე სხვა პირებს სავაჭროდ დაშვებული ფირმების[1] ჩათვლით დასჭირდებათ თვითწარდგენა. პოტენციურად 162 კომპანია შეიძლება ჩაერთოს კონკურსში და სათანადოდ შეფასდეს ქულებით (2019 წელს კონკურსში მხოლოდ 16 კომპანია მონაწილეობდა). თვითწარდგენილი კომპანიების რაოდენობა კი შემოფარგლული იქნება პირველი 20 კომპანიის განაცხადით,რომლებიც შესაბამისობაშია კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნებთან და მიღებული იქნება 2020 წლის 1 ოქტომბრის დღის 12 საათის შემდეგ 2020 წლის 15 ნოემბრამდე (წარდგენის ბოლო ვადა განისაზღვრება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად შემუშავებული Saras.gov.ge ვებგვერდის რეგულაციის მიხედვით). ეს კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ აუდიტის არაკვალიფიცირებულ დასკვნასთან და კომპანიის კატეგორიასთან დაკავშირებულ კონკრეტულ სავადო მოთხოვნებს, რომლებიც განმარტებულია ქვევით.
2020 წლის კონკურსში წარმოდგენილი იქნება ახალი ჯილდო – კომპანიების წლიურ ანგარიშებში შემავალი საუკეთესო ინტეგრირებული ანგარიშგებისთვის. ინტეგრირებული ანგარიშგება წარმოადგენს მოკლე კომუნიკაციას იმის შესახებ, თუ როგორ განაპირობებს ორგანიზაციის სტრატეგია, მართვა, ეფექტიანობა და პერსპექტივები ღირებულების შექმნას მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. მსოფლიოს ბევრი წამყვანი კომპანია აქვეყნებს ინტეგრირებულ ანგარიშებს, რომლებშიც აღნიშნულია ანგარიშგების მიმართულებით არსებული ძირითადი ინოვაციები.
შეფასების პროცესი ძირითადად ისეთივე იქნება როგორც 2019 წელს.
ჯილდოს გადაცემა მოხდება 3 – ეტაპიანი შეფასების საფუძველზე, რომელიც მოიცავს თავდაპირველ გაცხრილვას, წინასწარი შერჩევის შედეგად გამოვლენილი კომპანიების დეტალურ შეფასებას, დაბოლოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიურის მიერ გამარჯვებული კომპანიების გამოვლენას.
თავდაპირველი შერჩევა
თავდაპირველი გაცხრილვა დამოკიდებული იქნება იმაზე, არის თუ არა კომპანია ლისტინგში შემავალი საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე პირი. ბირჟაზე ლისტინგში დაშვებული კომპანიებისთვის თავდაპირველი შერჩევა გულისხმობს საფონდო ბირჟაზე ლისტინგში შემავალი კომპანიების გამოვლენას, რომლებიც ასრულებენ ფინანსური ანგარიშგების მიმდინარე მოთხოვნებს, რაც დასტურდება აუდიტის არაკვალიფიცირებული დასკვნით და წლიური ანგარიშის დროული წარდგენით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS), რომლებიც www.reportal.ge ვებგვერდზე ქვეყნდება 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის. ამ კომპანიებს შემდეგ ეცნობებათ, რომ მათ შეასრულეს საწყისი შერჩევის კრიტერიუმები და ავტომატურად სათანადო ქულით შეფასდებიან.
საზოგადოებრივი დაინტერესების ყველა სხვა პირმა, რომელიც არ შედის საფონდო ბირჟის სალისტინგო კატეგორიაში, თვითონ უნდა წარადგინოს საკუთარი თავი. მაგრამ ლისტინგში შემავალი სდპ-ების მსგავსად ისინიც უნდა აკმაყოფილებდნენ ფინანსური ანგარიშგების მიმდინარე მოთხოვნებს, რაც დასტურდება აუდიტის არაკვალიფიცირებული დასკვნით და წლიური ანგარიშის დროული წარდგენით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS), რომლებიც www.reportal.ge-ზე ქვეყნდება 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის. იმ კომპანიებმა, რომლებიც ასრულებენ მოთხოვნებს, თვით წარდგენა უნდა განახორციელონ ფონდის წინაშე თავიანთი წლიური ანგარიშის ელექტრონული ასლის გაგზავნით. სდპ-ების ჩამონათვალი, რომლებიც არ შედიან საფონდო ბირჟის სალისტინგო კატეგორიაში და რომლებსაც შეუძლიათ თვითწარდგენა მოცემულია დანართში.
ყველა ბანკი, საფინანსო დაწესებულება, სადაზღვევო კომპანია და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული გარკვეული საწარმოები კლასიფიცირდებიან როგორც საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე პირები. ზემოაღნიშნულთან ერთად, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ჯილდოს მისაღებად მათი განხილვისთვის საჭიროა ისინი ასევე აკმაყოფილებდნენ შესაბამისი მარეგულირებლის საანგარიშგებო სავადო მოთხოვნებს[2].
დეტალური შეფასება
გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კომპანიების მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად მომზადებული მმართველობის ანგარიშგების, კორპორაციული მართვის ანგარიშგების, არასაფინანსო ინფორმაციის და სხვა ფაქტორების (მაგ. ანგარიშების გამოქვეყნება ვებგვერდზე, წლიური ანგარიშის წარდგენის დროულობა და წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების ხარისხი) შეფასების საფუძველზე. ამდენად, ჯილდოს დანიშნულებაა სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის ხელშეწყობა. თითოეულ კომპანიას მიენიჭება შესაბამისი ქულა 100-დან (100%), ზევით წარმოდგენილ ცხრილში ნაჩვენებ კატეგორიებში.
ჟიური
ჟიურის ქართველი წევრები ადგილობრივი უნივერსიტეტების და კონსულტანტების დახმარებით განახორციელებენ ქულების მინიჭებას. შემდეგ ჟიური შეიკრიბება გამარჯვებულ და მეორე ადგილზე გასულ კომპანიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად თითოეულ კატეგორიაში – მსხვილი კომპანიები (სდპ-ები 500 -ზე მეტი დასაქმებულით) და მცირე კომპანიები (სდპ-ები 500-ზე ნაკლები დასაქმებულით). ჯილდოების გადაცემა მოხდება 2020 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში გამართულ ღონისძიებაზე.
მომავალი
დაჯილდოება უკვე რეგულარული ყოველწლიური ღონისძიებაა. მომდევნო წლებში დაჯილდოების სქემა კიდევ უფრო განვითარდება, კერძოდ, ის უფრო მასშტაბური გახდება (კომპანიების რაოდენობა, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნებს გაიზრდება) და შერჩევის და შეფასების პროცესიც მეტად დაიხვეწება.
გრაფიკი (ძირითადი თარიღები)
ჟიური
საერთაშორისო ჟიურის წევრები არიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები:
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.nbg.gov.ge/uploads/legalacts/nonbanking/legal_acts/15.pdf