მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საზოგადოებრივი საპირფარეშოებით ინფექციის გავრცელების რისკი ძალიან მაღალია“

კორონავირუსი და საზოგადოებრივი საპირფარეშოები, 2020 წ.

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ საპირფარეშოებში, გამართული სისტემა და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ვირუსის პრევენციის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები არა მხოლოდ „კოვიდ 19“-ის არამედ სხვადასხვა ინფექციის გავრცელების კერაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ადგილები სათანადოდ სტანდარტის შესაბამისად მოწესრიგდეს.

„საზოგადოებრივი საპირფარეშოები იმდენად დიდი პრობლემაა ისედაც და იმდენი ინფექცია შეიძლება გადავიდეს განსაკუთრებით ზაფხულში, რომ ის ისედაც უნდა იყოს მოწესრიგებული და იქ ყველა სტანდარტი უნდა იყოს დაცული. დიარეა და სხვა მწვავე დაავადებები გადადის საერთო საპირფარეშოებით, შესაბამისად, ისედაც ავტომატურად იგულისხმება ყველა დროში რომ უკიდურეასად მოწესრიგებული იყოს უნდა ინფრასტრუქტურა, უნდა ირეცხებოდეს, უნდა იყოს ხელის საშრობი და ასე შემდეგ. აღნიშნული ადგილები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და ავტომატურად ვრცელდება პანდემიის პირობებში“, - განუცხადა ინფექციონისტმა PIA.GE-ს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღემდე ქვეყანაში ახალი ვირუსით დაავადების 735 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაცვლილია 12 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 557 პირი.

საქართველოში პანდემიასთან ბრძლის პირობებში ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა, მკაცრი საკარანტინე რეჟიმი და სხვადასხვა შეზღუდვები აამოქმედა. ქვეყანაში ვირუსის პიკური სეზონი დასრულდა და დაწესებულებებს, რომლებიც აქამდე დაკეტილი იყო სპეციალურ რეჟიმში უწევთ მუშაობის გაგრძელება. ჯერჯერობით უცნობია რა განკარგულებას გაცემს ხელისუფლება საზოგადოებრივ საპირფარეშოებთან დაკავშირებით.