მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, შესაძლოა, მგზავრებზე ლიმიტი დაწესდეს

ავტობუსი ქალაქში

"შეიძლება იყოს ლიმიტი და მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში მძღოლის დაცვაც", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრების გადაადგილებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, შესაძლოა, მგზავრების რაოდენობაზე გარკვეული ლიმიტი დაწესდეს.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულეციებზეც ვმუშაობთ, შემდეგ კვირაში გარკვეული სტანდარტები გვექნება, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მნიშნელოვნად ვითვალისწინებთ იმას, რომ რთული იქნება სოციალური დისტანცირების დაცვა და სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ძალიან დეტალური მუშაობის ჩატარება, რომ შემდგომში არ შეიქმნას გარკვეული რისკები, რის შედეგადაც ისევ გახდეს მთავრობა იძულებული, რომ დააწესოს საგანგებო მდგომარეობა", - აღნიშნა ტიკარაძემ.