მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სემეკმა 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

სემეკის ლოგო წარწერის გარეშე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, - ამის შესახებ სემეკია მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.

„ანგარიშში მიმოხილულია როგორც უშუალოდ კომისიის საქმიანობა, ისე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული ზოგადი მდგომარეობა და ტენდენციები. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით დაწყებულ რეფორმირების პროცესსა და ახალ საკანონმდებლო ბაზაზე.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სემეკმა ყოველი წლის პირველ ივნისამდე უნდა უზრუნველყოს წლიური ანგარიშის მომზადება და გამოქვეყნება. ამავე კანონის საფუძველზე სემეკის ანგარიში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს (ECRB) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (Energy Community Secretariat).  

2019 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://gnerc.org/files/Annual%20Reports/2019%20GEO.pdf“, - ნათქვამია განცხადებაში.