მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა კერესელიძე: კორონავირუსის პრევენციისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და სამთავრობო გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ

შეხვედრა ექიმებთან

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკოორდინაციო ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შალვა კერესელიძემ, საკოორდინაციო ჯგუფების წევრებთან ერთად, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონში განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილა. ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე. 

მათივე ცნობით, მცხეთა-მთიანეთში, COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება.

მოხალისეთა ჯგუფები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, კორონავირუსის პრევენციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებენ. ისინი მჭიდრო კომუნიკაციაში არიან რეგიონში მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო ჯგუფთან. აღსანიშნავია, რომ ვირუსის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესში აქტიურად ჩართულ პირებს, საკუთარი და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პირბადეები გადაეცათ.

"ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და სამთავრობო გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. სახელმწიფოს უპირველესი მიზანია დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დღეიდან ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო მკაცრდება. კოორდინაციაში ვრჩებით ხელისუფლების ყველა შესაბამის უწყებასთან და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები მცხეთა-მთიანეთში მაქსიმალურად შესრულდეს"- აღნიშნა შეხვედრაზე მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ. 

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პარალელურად, მცხეთა-მთიანეთში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით ჩვეულ რეჟიმში გრძელდება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიც.