მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შიდა ფრენები ჯერ არ აღდგება

საქართველოში შიდა ფრენები ჯერ არ აღდგება

რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით აკრძალულად რჩება. ამას "იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ" დადგენილების ცვლილება ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.

დადგენილებით, არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

ცნობისთვის, საქალაქთაშორისო მიმოსვლა 8 ივნისიდან აღდგება, გარკვეული შეზღუდვებით.