მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Stopcov ფონდში ერთდროულად 100 მლნ ლარის ჩარიცხვა დაფიქსირდა

20-ლარიანი კუპიურები

კორონავირუსის მიერ გამოწვეულ შედეგებთან საბრძოლველად შექმნილ Stopcov ფონდში გვიან ღამით, ერთდროულად 100 მლნ ლარის ჩარიცხვა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ფონდში 124 543 899 ლარია მობილიზებული.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ განახორციელა 100 მლნ-ის გადარიცხვა.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ, როგორც ბიზნესს, ასევე მოქალაქეებს. თანხის ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფრომიდანაა შესაძლებელი.