მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტაბიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის

ტაბიძეზე სახლი იწვის

თბილისში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ორსართულიან სახლში გაჩნდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინაა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფება. მიმიდნარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.