მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ტალიაშვილი „თემქის ხევში“ ზღვისუბნის პარკის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებას ეხმაურება

თამარ ტალიაშვილი „თემქის ხევში“ ზღვისუბნის პარკის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებას ეხმაურება

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი თბილისის მერიის მიერ „თემქის ხევის“ ადგილას ზღვისუბნის პარკის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებას ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

თამარ ტალიაშვილის ინფორმაციით, ტენდერის საერთო ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი ლარია.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ასეთი მასშტაბის რეგიონული მნიშვნელობის რეკრეაციული პროექტის დაწყება პანდემიის პერიოდში მხოლოდ ისეთი ძლიერი და ქალაქზე შეყვარებული მერის პირობებში გახდებოდა შესაძლებელი როგორიც ეს კახი კალაძეა. ეს ნაბიჯი ორიენტირებულია გრძელვადიან და მდგრად ურბანულ განვითარებაზე“,- აცხადებს დეპუტატი.

თამარ ტალიაშვილი აღნიშნავს, რომ ის, როგორც ზღვისუბნის (თემქა) მაჟორიტარი, ამ უბნის პრობლემების მოგვარებას და პერსპექტივას დიდ ყურადღებას უთმობს.

„საჭიროდ დავინახე „თემქის“, როგორც ყოფილი საქარხნო დასახლების განვითარების ახალი ქვაკუთხედის მოძებნა. 23 ჰექტარზე გადაჭიმული ჭაობი, რომელიც ჩემთვის უსაყვარლეს დასახლებას შუაზე ჰყოფს, მისი განვითარებისათვის, საცხოვრებლად და სამუშაოდ, ბიზნეს-ეკონომიკური და კულტურულ-ახალგაზრდული აქტივობებისათვის ძირითადი შემაფერხებელი ბარიერია. სკეპტიკოსები მარწმუნებდნენ, რომ „თემქის ხევის“ დაჭაობებულ 23 ჰექტარს 50 წელია ვერავინ მოერია და შესაბამისად, ჩვენი მცდელობაც წარუმატებელი იქნებოდა. მე მადლობელი ვარ ამ სკეპტიკოსების, რადგან პროექტის შექმნისა და განხორციელების დაწყების რთული პროცესი მათმა ამგვარმა დამოკიდებულებამ კიდევ უფრო ღირსეული გახადა“,- აღნიშნავს თამარ ტალიაშვილი.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი განსაკუთრებულ მადლობას უხდის თბილისის მერის მოადგილეს მაია ბითაძეს და მის საკურატორო გუნდს მერიაში, ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, ნაძალადევის რაიონის გამგებელს ირაკლი ხელაძეს, გამგეობას, თბილისის საკრებულოს და ყველა გულშემატკივარ მოქალაქეს.