კომპანია „თელასის“ განცხადებით, დღეს, 18 სექტემბერს, თბილისის უბნების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გურიელის, გაზაფხულის, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, 26 მაისის, საზანოს, სამეგრელოს და გამარჯვების ქუჩების მოსახლეობას.