მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ელექტროენერგიის მიწოდება

დღეს, 29 სექტემბერს თბილისის ზოგიერთ უბანში დროებით შეიზღუდება ელექტრომომარაგება. ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 29 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაზოს, ბაღნარის, მონასტრის, ჭედიას, წყალსადენის, შუშის და წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.