მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ჩამქვრალი სინათლე

გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს, 1-ელ დეკემბერს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

 

ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

💡 ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეჩერდება შემდეგ უბნებში 👇

➖ ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

მახათას მთის, არსენალის მთის, ლამის II ქუჩის, ცაიშის, ახალი არსენალის, ეკატერინე ჭავჭავაძის, დავით ბერიაშვილის, დავითაშვილის, ასპინძის, ძეგამის, თამარაშენის, მნათობის, ხრამჰესის, ლამის, ტერენტი გრანელის, ბოდავის, გუმათის, ზეგანის, ჯაბაურის, ჩეჩელაშვილის, ბელა მირიანაშვილის, ახუთის, დოდო ჭიჭინაძის, პეტრე ბაგრატიონის, სიღნაღის, ნინო და კალისტრატე სალიების, დიღომბარის, პაატა სააკაძის და ქვალონის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მოსახლეობას.

➖ ისნის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ლეხ კაჩინსკის, კასპის, ვაჟა ივერიელის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას.

🔺 სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.