დღეს, 22 სექტემბერს თბილისის ზოგიერთ უბანში დროებით შეიზღუდება ელექტრომომარაგება. ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 22 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.