მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში ბუხაიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

სახლი ბუხაიძის ქუჩაზე

თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

„იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ მისი სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.