მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტექნოლოგიები ვირუსის წინააღმდეგ - ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს 20 000 ლარი გადაეცა

Covid 19-ის წინააღმდეგ ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს 20 000 ლარი გადაეცა

 „Covid 19-ის წინააღმდეგ ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ცნობილია.

20 000 ლარი პროექტის განხორციელებისთვის, გრანტის სახით, Edison Tech-ს გადაეცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტის მიზანია, შეიქმნას პორტატული სასუნთქი აპარატი, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც კრიტიკულ სიტუაციაში, ისე სახლის პირობებში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აპარატი გამოყენებადია ყველა ასაკის ადამიანისთვის. შესაბამისად, Edison Tech-ის დახმარებით საქართველოს ექნება დამატებითი შესაძლებლობა, გაუმკლავდეს მსოფლიო გამოწვევას და საჭიროების შემთხვევაში სასუნთქი აპარატების კრიზისი აღმოფხვრას ქვეყანაში..

„გამარჯვებული გუნდის გარდა, ონლაინ ჰაკათონის კიდევ ორ გუნდს საკუთარი იდეის განხორციელებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერას უცხადებს. ეს გუნდებია:

  • MIZ-MASK - მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისგან დაცვის ელექტრონიღაბი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში არეგულირებს ჰაერის ნაკადს მათთვის, ვისაც სუნთქვის უკმარისობა აწუხებს. ნიღბის გარე განათების მეშვეობით კი ხდება დამატებით სხვა ნივთების სტერილიზაცია.
  • Kvalifika - კომპანია „VOBI“-ს და „JSC Identity and Trust Solutions“-ის ერთობლივი გუნდი ეხმარება კომპანიებს, მიმდინარე კრიზისული პერიოდის პირობებში, წარმატებულად განაგრძონ ოპერირება და დააკმაყოფილონ ბაზრის მოთხოვნები. გარდა ამისა, პროექტი კომპანიებს აძლევს საშუალებას, თავიდან აიცილონ თაღლითობის შემთხვევები და სრულად გადავიდნენ ონლაინ ოპერაციებზე. შეთავაზება მოიცავს ISO სტანდარტით სერტიფიცირებული სისტემის მეშვეობით სახის ბიომეტრიის დამუშავებასა და ინდივიდების ამოცნობას, რეგულატორის მოთხოვნების შესაბამისად, კლიენტების იდენტიფიკაციასა და პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ვერიფიკაციას. დეტალური ინფორმაცია იხილეთ kvalifika.com-ზე.

ინფორმაციაში საუბარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მზაობაზე, ქვეყანაში შექმნილიყო ისეთი პროდუქტები ან მომსახურება, რომლებიც ეფექტურად დაეხმარებოდა საქართველოს კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

     „ონლაინ ჰაკათონი, რომელიც GITA-მ და სარეკლამო კომპანია „ რედბერმა“ წარმოადგინა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2020 წლის 24 მარტს გახსნა. ჰაკათონის მიზანი იყო, მსოფლიო გამოწვევების საპასუხოდ შექმნილიყო ისეთი პროდუქტები ან მომსახურება, რომლებიც ეფექტურად დაეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლაში. შემოსული 350-მდე აპლიკაციიდან სამდღიან მარათონში, სულ, 28 გუნდი და 5 ფიზიკური პირი მონაწილეობდა, 72 საათის განმავლობაში მენტორების დახმარებით ისინი მუშაობდნენ ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა: მედიცინა, საცალო ვაჭრობა, სურსათით მომარაგება, დისტანციური განათლება, დაავადების გავრცელება/მონიტორინგი და სხვა. მუშაობის პროცესში ონლაინ ჰაკათონის მონაწილეები ინდივიდუალურ კონსულტაციებს გადიოდნენ სპეციალურად პროექტისთვის მოწვეულ მენტორებთან.

ჰაკათონის მენტორები:

  • ანა კასრაძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი
  • გაგა დარსალია - აღმასრულებელი დირექტორი, რედბერი
  • გიგა ქერქაძე - ბიზნესპროცესების ხელმძღვანელი, GLOVO
  • გიორგი კობიაშვილი - ციფრული პროდუქტების დირექტორი, რედბერი
  • გიორგი ხუბუა - Entreprenuer
  • თაკო კერესელიძე - Product owner, აჭარაბეთი
  • იმედა აივაზაშვილი - CTO, რედბერი
  • ლევან ცინაძე - თანადამფუძნებელი და ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელი, Maxin AI
  • მამუკა აფაქიძე - GITA ფაბლაბის Hardware ექსპერტი
  • მირანდა მანჯგალაძე - სპარ საქართველოს მმართველი დირექტორი, რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე
  • ნანა დიხამინჯია - ილიას უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების მიმართულებით
  • ნიკოლოზ დობორჯგინიძე - საქართველოს განათლების სამინისტროს ICT ექსპერტი
  • სოფო გასიტაშვილი - Redmed- ის დირექტორი
  • ქეთი გოგინაშვილი - უფროსი UI/UX დიზაინერი, რედბერი“, - ნათქვამია განცხადებაში.