მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცოტნე გამსახურდია შესაძლოა, ევროპის ერთ-ერთ ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანონ

საქართველის პირველი პრეზიდენტის შვილი 2020წ

ცოტნე გამსახურდია შესაძლოა, რამდენიმე დღეში ევროპის ერთ-ერთ ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანონ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს მისი მეუღლე ანა ჯაბაური წერს.

ანა ჯაბაურის განცხადებით, ცოტნეს მდგომარეობა კვლავ მძიმეა, არ შეუძლია ლაპარაკი და დამოუკიდებლად გადაადგილება, თუმცა შეინიშნება პროგრესი - გადაადგილდება სპეციალური რობოტის დახმარებით.

„ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. არც ლაპარაკობს. თუმცა, მისი დაზიანებების ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით, სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალია. თურქეთში მენინგიტით გართულებული ღრმა კომით გადმოიყვანეს. არ ვიცი ნებისყოფამ, ექიმებმა, განგებამ თუ ყველაფერმა ერთად იმუშავა - გადარჩა. მას შემდეგ მუდმივ ბრძოლაში ვართ და ყოველ მიზერულ გამარჯვებასაც კი ბედნიერები ვზეიმობთ მე, გიორგი, ანი (გიორგის არაჩვეულებრივი მეუღლე) და კონსტანტინე,“ - წერს ანა ჯაბაური.

ცოტნე გამსახურდია საკუთარი სახლის სიახლოვეს 19 დეკემბერს დაჭრეს. საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. თავად ცოტნე გამსახურდია ჯერ თბილისში ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, შემდეგ კი თურქეთში გადაიყვანეს. მისი ევროპაში გადაყვანა კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა.