მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წვიმა, ელჭექი და სეტყვა - ხვალინდელი დღის ამინდის პროგნოზი

მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 ივლისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა.

ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი და სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში +17 +28 გრადუსამდე დაფიქსირდება, დასავლეთ საქართველოში +19 +32, დედაქალაქში კი +21 +26 გრადუსი იქნება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - განუცხადეს Pia.ge-ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.