მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უფასო ონლაინ კურსი მეწარმეებისთვის

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მეწარმეებისთვის უფასო ონლაინ კურსებს იწყებს

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მეწარმეებისთვის უფასო ონლაინ კურსებს იწყებს“, - ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ კურსების ფარგლებშიც მეწარმეებს საშუალება ექნებათ, შექმნან თავიანთი ბიზნესის მხარდამჭერი ონლაინ პლატფორმები, გაეცნონ მათი მართვის ძირითად ფუნქციებსა და აუდიტორიასთან მუშაობის პრინციპებს, ასევე, გამოიყენონ Google სერვისები და თავიანთი პროდუქტი თუ მომსახურება განათავსონ ადგილობრივ და საერთაშორისო პლატფორმებზე.

„ონლაინ კურსი 2020 წლის 31 მარტს დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ტრენინგები ჩატარდება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 14:00 საათზე.  

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/2WBGFdD ან გაწევრიანდეთ ფეისბუკჯგუფში: https://www.facebook.com/groups/interneti/

პროექტი ხორციელდება პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება“, - ნათქვამია განცხადებაში.