მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაჟა-ფშაველაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაჟაზე სკვერის რეაბილიტაცია

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის თანახმად, ვაჟა-ფშაველას გამზირის ერთ-ერთ ცენტრალურ ზოლში 4 200-მდე კვ.მ ფართობის დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო სივრცე კომპლექსური ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი და სხვა ურბანული ავეჯი. მოეწყობა განათების ქსელი, ბილიკები, დაიგება კენჭის ხალიჩის, ასევე, კაუჩუკის მონოლითური საფარი დრენაჟის ფუნქციით. სკვერში დაირგვება სხვადასხვა სახის მცენარე და ბალახი.

რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„კეთილმოწყობილი და გამწვანებული დასასვენებელი სივრცეების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. ამიტომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. მიმდინარე წელს, სკვერი უკვე 14 მისამართზე განვაახლეთ და მოვაწყვეთ. ამჟამად, კიდევ სამი დასასვენებელი სივრცის პროექტი მიმდინარეობს. მათ შორის, არის ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალი. აღნიშნულ ზოლში არსებული სკვერისგან ფაქტობრივად, არაფერი იყო დარჩენილი. ჩვენი პროექტის შედეგად კი, ადგილობრივებს შეეძლებათ დასვენება ლამაზ და კეთილმოწყობილ გარემოში“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 300 000-მდე ლარს შეადგენს.