მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში „ქართული მარშის“ წევრები გიგი უგულავასთან შეხვედრას მოითხოვდნენ

დაპირისპირება ზუგდიდში

ზუგდიდში „ქართული მარშის” წევრები „ევროპული საქართველოს” ოფისთან მივიდნენ და მათ დაუპირისპირდნენ.

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატ გიგი უგულავასთან შეხვედრას ითხოვდა.

„ევროპული საქართველოს“ შტაბის ხელმძღვანელი ბათლომე შელია შეხვდა „ქართული მარშის“ ერთ-ერთ ლიდერს. შელიამ შიხიაშვილს განუცხადა, რომ ის პრორუსია.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდში „ქართული მარშის“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო ითხოვდა შიხიაშვილი გიგი უგულავასთან შეხვედრას.

უგულავა საარჩევნო შტაბში არ იმყოფებოდა. შიხიაშვილმა შტაბის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა.