უნგრეთში ნიჩბოსანთა შეჯიბრი „ოლიმპიური იმედები“ მიმდინარეობს.
აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ქართველი სპორტსმენი ალექსანდრე წივწივაძეც იღებს, რომელმაც დღეს პირველობა 500-მეტრიან დისტანციაზე მოიგო.
პირველი ოქროს მედალი ალექსანდრე წივწივაძემ, 1000-მეტრიან დისტანციაზე მოიპოვა.
უნდა ითქვას, რომ 16 წლის რუსთაველი ნიჩბოსანი წლების განმავლობაში ნათხოვარი და დაზიანებული ნავით ვარჯიშობდა.