ავსტრიული “შტურმი” სოციალურ ქსელებში წერს, რომ ოთარ კიტეიშვილმა საზარდულის ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანზე თვე ნახევარი ვეღარ გავა.
შესაბამისად, კიტეიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.
ფეხბურთელი ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში, მე-4 წუთზე დაშავდა.
შეგახსენებთ საქართველოს ნაკრები თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას 12 ნოემბერს დაუპირისპირდება.