რაგბის კავშირში სროლა იყო. სროლის შედეგად დაჭრილია 1 ადამიანი.
როგორც PIA.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ასევე სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.
PIA.GE-ს ინფორმაციით, დაჭრილია „შვიდკაცა“ ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი. გასროლა კი სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ განახორციელა.